საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 ივლისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება. მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 000 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

სრულად...

საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების სფეროში არსებული მეკობრეობის პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე.

სრულად...

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებების ძირითადი მიზანია, დაიცვას ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა ამ დარგში, ასევე მომხმარებლის უფლებები და შემოიტანოს და დანერგოს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტური მექანიზმი, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა.

სრულად...

საარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს, პირველ რიგში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დავასახელებთ, შემდეგ მუშაობა სიაზე გაგრძელდება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო, მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მოსახლეობას ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდიდან მიულოცა.

სრულად...

covid-19-ით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია, - განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში, 5 პირი დააკავეს.

სრულად...

კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

სრულად...

„ნარჩენების მართვის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი