ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან ამჯერად, პეკინის გამზირზე ამოქმედდება, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კასლაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მიკრო რაიონის დასაწყისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მოსამზადებლად დაწყებული სამუშაოებისას წყლის ცენტრალური მილსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც დიდი დიღმის დასახლების დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა.
თბილისის მერია და თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის გახსნის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას.
დღეს, 15 ივლისს, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქ. N49-ს მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სკვერების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. გლდანის ხევში სამი ახალი სკვერი იქნება, მათ შორის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან ზურაბ ნასარაიასთან ერთად გაეცნო.
საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის (ე.წ. კიკვიძის პარკის) რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აწარმოა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.