ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების 10 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც 28 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად კოვიდ-19 დაუდასტურდათ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს. ინფიცირებული სამხედროების საქართველოში გადმოყვანა, ნატოს სარდლობის გადაწყვეტილებით, ორ ეტაპად, 10 ივლისს და დღეს განხორციელდა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 ივლისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გაუფასურდა.
შიდა ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის - „იმოგზაურე საქართველოსთვის" ფარგლებში განსაკუთრებული პრიორიტეტი ეკოტურისტულ მიმართულებებს მიენიჭება, - საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული განვითარების შესაძლებლობებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა.
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო“-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში მედია გარემო არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, ერთ-ერთი თავისუფალი იმ თვალსაზრისით, რომ საკანონმდებლო ველი, საკანონმდებლო სივრცე, ბარიერები და რეგულაციები პრაქტიკულად არ არსებობს, სრულად დელეგურილებულია,“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედის ღია ეთერში განაცხადა.
თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი 25 ივლისს შესრულდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.