საბჭოთა დროს, საქართველოს-რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს რომ გასცდებოდი, ერთი მოზრდილი სტელა იტყობინებოდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაწყებას (РСФСР). იქიდან აქეთ კი, იმავე ფსოუს საზღვარზე საქართველოს (ცხადია არც აფხაზეთის) ტერიტორიის აღმნიშვნელი არცერთი წარწერა არ იყო.
საქართველო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობას განათლების სფეროში იწყებს. შესაბამის დოკუმენტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მმართველი ბორდის წევრმა ოლივიე შუაბმა და ფორუმის დირექტორმა საადია ზაჰიდმა დისტანციურად მოაწერეს ხელი. აღნიშნული დოკუმენტით საფუძველი ჩაეყარა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობას საჯარო და კერძო პარტნიორობის ინიციატივის განვითარების მიმართულებით “Closing the Skills Gap Accelerator in Georgia”-ს ფარგლებში.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენით განიხილა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 ივლისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0042 პუნქტით გაუფასურდა.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული 252 ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მიხედვით არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდა, რის საფუძველზეც შეზღუდულ არეალებში ძველი გენერალური გეგმით არსებული ფუნქციური ზონირება დაბრუნდება.
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა.
საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მხარდაჭერით, საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობენ, პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას ძალიან სწორს და დროულს უწოდებენ, - მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.
კახეთში ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ფერმერებს შეხვდა, ატმის კრეფაში მიიღო მონაწილეობა და სამაცივრო მეურნეობაში პროდუქტის დაბინავების სამუშაო პროცესს გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.