„ისეთი ორგანიზაციები, როგორც არის „საერთაშორისო გამჭირვალობა“ და ქალბატონი გიგაური, რომელიც საზოგადოებას ახსოვს როგორც თითქოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პიროვნება, მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ ქალბატონი გიგაური არასოდეს დაინტერესებულა ჩემ მიერ ნათქვამი ფაქტებით, ეს არის ფაქტები და ეს არ არის სპეკულაცია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ღია ეთერი“.
„ჩვენ მოვისმინეთ აღმაშფოთებელი შეფასება, თითქოს ბატონი ივანიშვილი წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს. ადამიანი, რომელიც დღეს ამას იტყვის, მას უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება დღეს საქართველოში. თუ გადავხედავთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდს, ბოლო 8 წელს, ის არის სტაბილურობის და მშვიდობის გარანტი ქვეყანაში, ვინაიდან მისმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში ერთადერთი, უნიკალური, იშვიათი რვაწლიანი მშვიდობიანი მმართველობის ხანა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ საერთაშორისო პარტნიორებსა და მათი მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის - „იმოგზაურე საქართველოსთვის" ფარგლებში დღეს ასურეთის გერმანულ დასახლებას ესტუმრა.
მიუხედავად იმის, რომ პოლონეთი გამოთქვამდა მზადყოფნას საქართველოსთვის კარანტინის გარეშე საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, სტატისტიკა რომ შევადაროთ, დღეს საქართველოს ავადობასთან დაკავშირებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და ეს არ არის უბრალო სიტყვები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის ინიციატივით, მორიგი მონიტორინგის მიზნით, კაზრეთს ეწვივნენ, სადაც RMG Copper-სა და RMG Gold-ის საწარმოო ტერიტორიები დაათვალიერეს.
საქართველოს მიმართ არის მოლოდინები და არის ნდობა, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტზე დასმული კითხვის საპახუხოდ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს.
აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. ერთი ახალი შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა. ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
დემოკრატიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.