საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 ივლისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გაუფასურდა.
მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყნებთან აღდგება პირდაპირი ფრენები, საზღვრის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, საზღვრებს გავხსნით, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამა 6 ივლისიდან გაგრძელდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრების წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ორი ზოლის მშენებლობა დასრულებულია და დღეიდან მოძრაობა როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ცალმხრივი ხდება, - ახლად აშენებული გზა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა.
საარჩევნო სისტემა და პროპორციული საარჩევნო სისტემა, განსაკუთრებით, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, სისტემური რეფორმაა და, რა თქმა უნდა, საყოველთაო კონსესუსი პოლიტიკური მოთამაშეების, აქტორების, აქ იქნებოდა ქვეყნის გამარჯვება. აქ ხომ არ იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა, რასაც ახლა ჩვენ მივაღწიეთ ესაა ქვეყნის გამარჯვება, საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარანტი, რაც მოხდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას შეეხებოდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.
საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
საფრანგეთის მთავრობა გადადგა. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჩუღურეთის რაიონში, მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ფერდობებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარე ფერდობები და გამწვანებული ტერიტორიები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდა და სრულად მოაწესრიგა.
შედგა რიგით მე-13 ადამიანის უფლებების დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მსგავსი ფორმატები ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმისთვის, რომ ვირტუალურ მაგიდასთან ყველა ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც ქვეყანას აქვს ადამიანის უფლებების სფეროში, - განაცხადა პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ლელა აქიაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მე-13 შეხვედრაზე საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.