საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი მედლით - „გიორგი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს უწყებრივი მედალი საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისათვის გადაეცა.

სრულად...

დიდუბის რაიონში, N2 საჯარო ბაგა-ბაღის შენობას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება. უზნაძის ქუჩის N13-ში არსებული შენობა კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელშიც საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა და რომლის რეაბილიტაციაც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასულ წელს დაიწყო. 

სრულად...

ფესტივალი Tbilisi Open Air წელს აღარ ჩატარდება. განცხადებას ფესტივალის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

სრულად...

დეპუტატებმა საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი 115 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირეს. პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაწყო. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კენჭისყრის დაწყებამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დრო აქვთ, შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

სრულად...

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს, - განაცხადა შსს-ის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

სრულად...

„ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ - ამ სახელწოდებით ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

სრულად...

თავდაცვისა და უშიშროების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც კოლეგებს პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ გააცნო.

სრულად...

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას დაასრულებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ისრაელის  სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი www.stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი