ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩაზე და ზეკარის ქუჩის გარკვეულ ნაწილზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ამ ეტაპზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ივლისიდან ქუთაისს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო - „ნიუ პორტი" შეემატება, - ქუთაისის ცენტრში მდებარე 1914 წელს აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც განადგურებული იყო, სრულად აღდგა.
დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეთოთხმეტე კორპუსის მიმდებარედ, 1 500 კვ.მ ფართობზე ახალი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა. სკვერში განთავსდება საპარკე სკამები და ურნები, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდება განათების სისტემა. ასევე, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და მოეწყობა რულონური ბალახი.
საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება, შესაბამისად, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება, - საქართველოს მთავრობის მეთაური, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც ახალი ტერმინალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის სამუშაოები გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს, - მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის მშენებლობა კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ირაკლი ქარსელაძესთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს 2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“ გამოცხადდა. კონკურსი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში უკვე მეხუთედ ტარდება.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ონლაინ სწავლება ბოლო 3 თვის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობს და სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე სკოლის დირექტორი, ქალბატონი ვართუი სარკსიანი აცხადებს, რომ დისტანციური სწავლება წარმატებით მიდის დასასრულისკენ. თუმცა იგი მოუთმენლად ელოდება ახალი სასწავლო წლის ტრადიციული მეთოდით, საკლასო ოთახებში გაგრძელებას და იმედს იტოვებს, რომ სექტემბრისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საშუალებას მისცემს განათლების სამინისტროს, რომ სწავლის პროცესი ჩვეულ სტილში განახლდეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იწყებს ყოვლისმომცველ კვლევას, რომლის მიზანია პანდემიის მართვის „ქართული პრაქტიკის" შესწავლა, განვლილ გზაზე პრობლემების იდენტიფიცირება და მზაობის უზრუნველყოფა სამომავლოდ განმეორებითი ფორს-მაჟორის უფრო ეფექტურად მართვისთვის. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.