თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დღეს დადასტურებული სამი კოვიდინფიცირებულად ორი სატვირთოს ავტომობილის მძღოლია, ერთი კი, საკარანტინო სივრციდან არის.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ა.ბ. თაღლითობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

„მე არ მინდა ბლოკი გიგა ბოკერიასთან და არ მინდა ერთობა შალვა ნათელაშვილთან იმიტომ, რომ ეს არ არის ერთობა. ეს არის მოჩვენებითი ერთობა“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარასკევს, ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას.

სრულად...

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითიეტაპის წარმოების გამო,6-დან 20 ივნისამდე, ავალიშვილის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

სრულად...

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა.

სრულად...

ქუთაისი, ისტორიაში პირველად, უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს, - ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უკვე დაასრულა. განხორციელებულ პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.

სრულად...

გერმანულმა კომპანია “ლოვამ“ ოფიციალური წერილით დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებისთვის შეძენილი ფეხსაცმელი ნამდვილად მათ მიერაა წარმოებული. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ხაინდრავამ უწყებაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მოუწოდა მედიას, რომ მაქსიმალურად გადაამოწმონ თავდაცვის ძალებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და ნუ შეეცდებიან უარყოფითად წარმოაჩინონ ყველა ის სიკეთე, რაც ჯარისთვის კეთდება. 

სრულად...

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი, ვერც იმას გეტყვით, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, იმედი გვაქვს იმის, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ამას ყველაფერს დავაბრუნებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

სრულად...

თვითმხილველის დავით ცინცქილაძის ინფორმაციით, ვარკეთილში მამაკაცმა შვილებთან კონფლიქტის შემდეგ, მათი დაშინების მიზნით, იატაკის მიმართულებით გაისროლა. როგორც მან აღნიშნა, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არის.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი