დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მარნეულში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ამ დრომდე გამოვლენილი კორონავირუსის 32% ქვემო ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტზე მოდის და აქედან გამომდინარე აუცილებელია აქტიური თერმოსკრინინგის პროცესის განახლება და ადგილობრივებთან, ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან მეტი კომუნიკაცია.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა. სუს-ში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში 1 მაისს სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა, დამუშავებულია 786 კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასები, რისთვისაც სისტემამ რამდენიმე ათეული რაკეტა გაისროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ა.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ივანიშვილის მიერ შემოღებული შეზღუდვები თავიდანვე იყო აბსურდული, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობის გეგმა არის „ნელი ტემპის, გაუაზრებელი და აზიანებს ქვეყანას“.
მე-8 პაციენტი, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსით დღეს დილით გარდაიცვალა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და მას არაერთი თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge აქვეყნებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ექიმები სოფლიდან გააძევეს.
განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 207 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ კვირების განმავლობაში უწყვეტი სპეკულაციების შემდეგ სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო KCNA-მ შაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ფხენიანის ჩრილოეთ ნაწილში მინერალური სასუქების ქარხნის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო, რაც ქვეყნის სახელმწიფო მედიის მიერ 12 აპრილის შემდეგ პირველად გავრცელებული ინფორმაციაა უზენაესი ლიდერის გამოჩენის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.