პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება წამყვან ქვეყნებზე ეფექტური აღმოჩნდა ყველა მიმართულებით ე.წ. „პანდემიის“ და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვაში.
საქართველოს პოლიტიკურო - სპექტრო, "ელიტავ, კლასო", ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ე.წ. არასამთავრობოებო, "თავისუფალო" მასმედიავ, ბიზნესბოსებო, სხვადასხვა საზოგადოებრივო ფენებო! საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მას შემდეგ, რაც ქართველები ქრისტეანულ სარწმუნოებას ეზიარნენ, ეფუძნებოდა 2 ბურჯს, ხელისუფლების 2 შტოს, საეროს და საეკლესიოს, საქართველოს მირონცხებულ მეფეებს და საქართველოს მართლმდიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელ კათოლიკოს-პატრიარქებს!
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეთა შეკრების ადგილებში დაწესებულ ახალ რეგულაციებზე საუბრისას თქვა, რომ მოქალაქეები შეკრებას შეძლებენ ყველგან, სადაც შესაძლებელი იქნება დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები და საჭირო დისტანცია.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ლიბერთი ბანკმა, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება და 23 მარტიდან აცხადებს 100 მილიონ ლარიან პროგრამას აპრილის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საგანგებო პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე დასრულდეს არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი.
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 793 ადამიანი დაიღუპა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე საშინელი კრიზისია, იტყობინება BBC. ჯამში, მთელი იტალიის მასშტაბით ვირუსისაგან უკვე 4 825 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 53 500-ზე მეტს შეადგენს, მათგან 6 500 პარასკევის შემდეგ დაემატა.
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა პარლამენტის დადგენილების პროექტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის ნომერ პირველი ბრძანების დამტკიცების თაობაზე და 115 ხმით მხარი დაყუჭირა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე, თუმცა იმედია, შევძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.