მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო.
წმინდა ზიარება არის მაკურნელებლი სულისა და ხორცისა და ამაში ეჭვის შეტანაც კი ქრისტიანისთვის არის დამღუპველი სენი, - განაცხადა დეკანოზმა მამა შალვა კეკელიამ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
მე მიმაჩნია, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული და ასე იყო საუკუნეების მანძილზე, მათი ნაწილი სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით ეპიდემიის გავრცელების საფრთხის შემცველია, მაგალითად, იგივე ხალხმრავალი შეკრებები, იგივე ერთი კოვზის გამოყენება ზიარებისთვის და სხვა, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ორი პაციენტი გაეწერა, კიდევ სამს დღის განმავლობაში გავწერთ, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც შეძლო საკუთარი მოქალაქეების გამოიყვანა მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მაშინ, როდესაც ეს ვერ მოახერხეს დიდმა სახელმწიფოებმა. მისი თქმით, მსოფლიოს სხადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 24 საათიან რეჟიმში დახმარებას უწევენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს მარნეულსა და ბოლნისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
სიტუაცია საკმაოდ რთულია და დღეს, აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მოუწია მიეღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოაცხადა, რომ თვითიზოლაციაში გადადის მას შემდეგ, რაც ექიმს, რომელმაც იგი შეამოწმა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის მერკელს კორონავირუსი არ გამოვლენია, მაგრამ კარანტინში ყოფნის პერიოდში მას ტესტირება რეგულარულად ჩაუტარდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ, რომელსაც კორონავირუსი აქვს, „ფეისბუქის“ მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა „გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის - სოციალური დისტანცირება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.