მისასალმებელია მთავრობის ნაბიჯები ვითარების მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან არ ვიცით რამდენ ხანს გასტანს პანდემია, ჩვენ უნდა გვქონდეს როგორც საშუალო ისე, გრძელვადიანი გეგმა კორონა ვირუსით გამოწვეული კრიზისის სოციალური და ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა, პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შესანელებლად ბრიტანეთი, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით ლიბერალურ მიდგომას ამჟღავნებს, რაც კონკრეტული შემთხვევებიდან ფოკუსის გადატანას ზოგად რეკომენდაციებზე გულისხმობს.
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად მთელი რიგი გადაწყვეტილებების შესახებ გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
დღეიდან დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში, კორონავირუსის რისკებისგან დასაცავად, მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა. ახალი წესის თანახმად, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებს და თვითიზოლაციაში მყოფ ბენეფიციარებს სპეციალისტების მიერ დატრენინგებული მოხალისეები საკვებს სახლში მიუტანენ.
ჩინეთმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ კორონავირუსის მხოლოდ 6 ახალი ინფიცირებაა გამოვლენილი და ექვსივე იმპორტირებული შემთხვევაა. სახელმწიფო მედიის ცნობით, 4 ინფიცირებული პირი ქვეყანაში ესპანეთიდან, 2 კი დიდი ბრიტანეთიდან შევიდა.
პარიზი-თბილისი რეისზე ჩამოსულ მგზავრს, რომელიც თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.
კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს ტესტი განმეორებით ჩაუტარდა და პასუხი კვლავ უარყოფითია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის (ჩOVID-19) გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებენ.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.