კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურსათის დეფიციტის შექმნის უნდა ეშინოდეს. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე დიდი სირთულე არის პანიკა. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს - ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
20 მარტის 24 საათიდან საქართველო-თურქეთის მიმართულებით ფრენები იზღუდება, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში არსებული მდგომარეობის შესახებ ვიდეომასალას ავრცელებს „მთავარი არხი“. ინფექციონისტი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ კორონავირუსისადმი გარკვეული შიშის მიუხედავად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მთელი მედპერსონალი საოცარი თავდადებით ემსახურება თავის პროფესიას და „საშინელი ინფრასტრუქტურის პირობებში“ მუშაობის მიუხედავად, „მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ქვეყნების დონეზე ხდება ჩვენთან ინფექციური სნეულებების მართვა“.
იტალიის და ესპანეთის შემდეგ, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა გამოვლინდა საფრანგეთში. ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა „France 2“-ს უთხრა, რომ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5 400 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან თითქმის 1 000-ზე მეტი მხოლოდ შაბათს.
ერაყის ხელისუფლებამ ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში, კორონავირუსის გავრცელების გასაკონტროლებლად კომენდანტის საათი დააწესა.
ამერიკის შეერთებული შტატების ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტში უქმეებზე სრული ქაოსი იყო შექმნილი. ათასობით ადამიანი საათების განმავლობაში იდგა გადაჭედილ რიგებში, ვიდრე საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შემოწმებას გაივლიდა.
იტალიამ კორონავირუსით დაღუპულთა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ბოლო 24 საათის განმავლობაში იქ 368 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან ლომბარდიის რეგიონში 252, საერთო ჯამში კი ახალ კორონავირუსს იტალიაში უკვე 1 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.