საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0125 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა დღეს ახალი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ დაწყების შესახებ განაცხადეს. 102.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და იმ შედეგებზე ისაუბრა, რასაც პროექტი საქართველოს განათლების სისტემას მოუტანს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პოზიტიურად აფასებს, - განაცხადა იურგენ რიგტერნიქმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას.

სრულად...

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად  მიიღო. 

სრულად...

დღეს, მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, პროგრამაში  გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

სრულად...

საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.

სრულად...

სამგორის რაიონში კიდევ ერთი სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა. ქვემო სამგორში, ქინძმარაულის ქუჩის მეორე შესახვევში, N9 კორპუსის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცე და სტადიონი მოეწყო. ახალი დასასვენებელი სივრცე სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა. 

სრულად...

მიშა იდეალისტი იყო, განწყობა ჰქონდა ისეთი, კედელს გაანგრევდა თავით, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანია გადაცემა „სპექტრი” - ში საუბრისას.

სრულად...

გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსების მიმდებარედ სკვერის მოწყობა დაიწყო. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი