საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გაუფასურდა.
ვატიკანში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, წმინდა საყდრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მატეო ბრუნიმ განაცხადა.
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, არის მაღალი ლეგიტიმაციის პოლიტიკური თანამდებობის პირი, მის შემდეგ არის კახა კალაძე. ვისი იმედი უნდა გვქონდეს ჩვენ, თუ არა ადამიანისა, რომელიც პირდაპირი წესით, ყველაზე მაღალი სანდოობით არის არჩეული, ეს არის ფაქტი, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გადაცემა „რეაქცია“ - ში საუბრისას.
საქართველოს მთავრობა აკვირდება ეპიდემიის მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილებაც მიიღონ.
ახალი კორონავირუსი ვრცელდება ევროპის ყველა ქვეყანაში. ამდენად, ერთი რომელიღაც კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ იძლევა, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში ახალ მოკვლევას იწყებს, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლს უკავშირდება.
ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საბურთალოს რაიონში, ნესტან - დარეჯანისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელი მონაკვეთის მოწესრიგება მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.