თბილისის მერმა კახა კალაძემ საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. 

სრულად...

„სტერეოტიპების არსებობის მიუხედავად, აღსანიშნავია პროგრესი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მიმართულებით. დღეს, მსოფლიოში უფრო მეტ ქალს უჭირავს საჯარო თანამდებობა და მონაწილეობს საარჩევნო პროცესში, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება - 1992 წლიდან, როდესაც პარლამენტში ქალთა პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 6% იყო, 2016 წელს იგივე მაჩვენებელი 15%-მდე გაიზარდა.

სრულად...

მაიკლ ბლუმბერგმა აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობის მარათონი დაასრულა მას შემდეგ, რაც სუპერ სამშაბათს სავალალო შედეგები აჩვენა. „სამი თვის წინ მე მარათონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დასამარცხებლად ჩავები. დღეს, მე ვტოვებ ამ მარათონს იმავე მიზეზით“, განაცხადა ბლუმბერგმა.

სრულად...

დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტში მწვერვალ თეთნულდის მიმდებარე ფერდზე, ზვავი ჩამოწვა. ზვავში მოყვა ტურისტთა 6-კაციანი ჯგუფი, რომლებიც აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ. ყველა მათგანი ესპანეთის მოქალაქეა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყრება. ღონისძიება 5 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.  

სრულად...

პირადად მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არ დავუშვებ ცილისწამებას, რომელიც სწორედ საქართველოს (და არა ცალკეულ პოლიტიკურ ძალას) უთხრის ძირს, მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის და  საკუთარ არჩევანს, კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანს გადაუხვევს. ამაში ყველას შეგიძლიათ, იყოთ დარწმუნებული, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონა ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური ბრძანება გამოსცა.

სრულად...

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. საინჟინრო ბატალიონის სპეციალური ქვედანაყოფისა და სადეზინფექციო ჯგუფის მიერ სპეციალური ხსნარით საფუძვლიანად დამუშავდა ყაზარმები, სასადილოები, სამუშაო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ლიფტები და კიბის უჯრედები.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ოჯახს 2011 წელს ჩამორთმეული და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული ფიროსმანის ტილო დაუბრუნდა.

სრულად...

იტალიის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლასა და უნივერსიტეტს 2 კვირით დახურავს, რაც ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქებას უკავშირდება, იტყობინება BBC ახალი ამბების სააგენტო „ანსაზე“ დაყრდნობით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი