ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ - მას შემდეგ, რაც ეგზიტ პოლები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც იგი მთავარ მეტოქეს, ბენი განცს უსწრებს - განაცხადა, რომ ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მან მოიპოვა.
კორონავირუსთან დაკავშირებით, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, 7 მარტიდან, საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემა იცვლება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩთან, ვიქტორია ჰორვატთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი ხელისუფლების და განსაკუთრებით, პარლამენტის, შემდეგი ოთხი წლის ამოცანა იქნება სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობების მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართვა, ნდობის გაძლიერება და მათი მოსაზრებების, უკუკავშირის გაზიარებისთვის ოპტიმალური გარემოს შექმნა - პირადად მე, ღია მმართველობის საბჭოს ვხედავ ამ განზომილებაში”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე.
დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის - „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - მოსმენა გაიმართა.
კორონავირუსის პრევენციისა და მასზე რეაგირების საკითხების განხილვის მიზნით ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მხარეები ვირუსთან ბრძოლის მიზნით ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ჩინელი ექიმების თავდადებას და აღნიშნა, რომ ის თუ როგორ უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას ქვეყანა მაგალითის მომცემია. მინისტრმა ჩინეთის რესპუბლიკას კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო მიუსამძიმრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.