დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს ვაჟა მენაბდე - მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე და ირაკლი აბაშიძე - მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდნენ.
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება.
რუსი მსახიობი, ანატოლი ბელი აგვისტოს ომის შესახებ რუსულ ფილმში „აგვისტო. რვა“ მონაწილეობას ნანობს - აღნიშნულის შესახებ მსახიობმა ტელეარხ RTVI-ს ეთერში განაცხადა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge უნდა გაიარონ.
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება.
მეორე ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსისგან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის შტატის კინგის ოლქში, იტყობინება CNN ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ გავრცელებულ პრეს რელიზზე დაყრდნობით.
„თბილსერვის ჯგუფმა“, დედაქალაქის მერის დავალებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
მქონდა ხილვა, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა, მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთისა და ჯვრის ძალით ადამიანი ამ სენზე გაიმარჯვებდა, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შენდობის ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას.
სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ჩინელ მამაკაცს, რომელმაც იუნანის პროვინციაში კორონავირუსის შესამოწმებელ პუნქტთან ჯანდაცვის ორი ოფიციალური პირი მოკლა, იტყობინება CNN პროვინციის მთავრობაზე დაყრდნობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.