ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკას არ აყვნენ. მისი აზრით, „ერთი მხრივ სერიოზულად უნდა შევხედოთ ამას, მაგრამ მეორეს მხრივ, პანიკის ატეხვა აბსოლუტურად არ არის სწორი. პნევმონიით მსოფლიოში ბევრად მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსით“.
"იტალიის რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონებში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქებს გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ იტალიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც მაღალია დაინფიცირების შემთხვევები, მგზავრობისგან.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით (01.03.2020), საქართველოში საერთო ჯამში გამოკვლეულია კორონავირუსის 130 შესაძლო შემთხვევა და ამ დრომდე დადასტურებულია სამი შემთხვევა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში, იტყობინება სომხური მედია ქვეყნის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე დაყრდნობით. პრემიერის განცხადებით, ვირუსით დაავადებული პაციენტი 29 წლის სომხეთის მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. იგი თავის ცოლთან ერთად მგზავრობდა, რომლის ტესტირებამ ნეგატიური შედეგი აჩვენა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.
თბილისის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. რეკომენდაცია დედაქალაქის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის ჯანმრთელობა პოზიტიურად პროგრესირებადია და ისინი მკურნალობას განაგრძობენ.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სამხრეთ კაროლინაში „დემოკრატიული პარტიის“ პრაიმერში დიდი უპირატესობით გამარჯვების მოპოვებამ გაუჩინა იმის შანსი, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი იყოს მოქმედი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის მეტოქე, მიუხედავად იმისა, რომ ამავე შტატში მეორე ადგილზე გასული მემარცხენე ფრთის ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი დღეს არსებული მდგომარეობით მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. გაცილებით მკაფიო სურათი მიმდინარე კვირას, სუპერ სამშაბათის კენჭისყრისას გამოიკვეთება, როცა უკვე დანარჩენ 14 შტატში ერთდროულად გაიმართება არჩევნები. სამხრეთ კაროლინა მხოლოდ მეოთხე შტატია, სადაც ამ დრომდე კენჭისყრა შედგა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით სასურველია, კვირას, 1 მარტს, შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში შედგეს ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა. აღნიშნულთან დაკავშორებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.