თბილისის მერის,  კახა კალაძის ინიციტივით, კომპანია „სითი პარკის“  მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება.

სრულად...

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ, ეს გახლავთ - დაცული ტერიტორიების გაფართოება. მოგეხსენებათ, 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 9.6 %-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა,"- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

სრულად...

ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფის შეხვდა, რომელიც საქართველოში წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან ერთად, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის ფუნქციებს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური შეითავსებს. 

სრულად...

უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

სრულად...

პოსტ–ბრექსიტის საიმიგრაციო გეგმის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში შესვლისა და დასაქმების მსურველი დაბალი კვალიფიკაციის მუშაკები ვიზებს ვერ მიიღებენ. როგორც BBC იუწყება, ბრიტანეთის მთავრობა დაჟინებით მოუწოდებს დამსაქმებლებს „ხელი აიღონ იაფ მუშახელზე“ ევროპიდან და დარჩენილ თანამშრომლებში და განვითარებად ავტომატიზებულ ტექნოლოგიაში დააბანდონ ინვესტიცია.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ი.ჯ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფში" დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

სრულად...

წალკის მუნიციპალიტეტის სომხურენოვანი საჯარო სკოლების დირექტორები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობის პარალელურად სომხურ ენას და ლიტერატურას ასწვლიან და ასევე, არაქართულენოვანი სკოლების სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგები მათთვის საგანში გამოცდის დანიშვნას მოითხოვენ, რათა თავიანთი კოლეგების მსგავსად მათაც მიეცეთ უფროსი თუ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა და შესაბამისად, ასეთი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის განსაზღვრული სახელფასო დანამატების მიღება, რომელიც მათთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს.

სრულად...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი