„ჩვენ ავიღეთ უპირობო ვალდებულება, რომ ქვეყანაში სათბური გაზების ემისიების ზრდას შევამცირებთ. გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მივიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აზოტმჟავას წარმოების შედეგად წარმოქმნილი გაზების გარემოში მოხვედრა მინიმუმამდე შემცირდეს“, - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ „შეცვლილ მსოფლიოში“ თავისი კაბინეტის ყველაზე გავლენიან მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ურჩევს ჯერ თავის ოჯახთან ერთად ცხოვრებით და მსოფლიოში მოგზაურობით დატკბეს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება დაუბრუნდეს თუ არა პოლიტიკას, რადგან „იმის გათვალისწინებით, რაც მას ივანიშვილმა გაუკეთა, ალბათ არ იქნებოდა სწორი“ პროცესებში „პირდაპირ გადაშვება“.
ხელისუფლება ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრების ცალ-ცალკე გამართვის საკითხს. მისი თქმით, ეს მოლაპარაკების ჩაშლის მორიგი მცდელობაა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 თებერვალი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0209 პუნქტით გამყარდა.
2020 წლის იანვარში საქართველომ ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - 262.6 მლნ აშშ დოლარი (ზრდა წინა წელთან შედარებით +10.0%). წინა წლების იანვარში მსგავსი მოცულობის ექსპორტი ჯერ არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მივიდა. მისი განცხადებით, ბოლო დროს ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს აჩენს.
საქართველოს მთავრობა მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ სხვაგან ვიზიტებისას გამოსვლების - „თემატურად მორგებულ „სასაუბროების“ - მოსამზადებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამერიკულ ლობისტურ კომპანია StrateVarious“-ს წელიწადში 120,000 აშშ დოლარს (1 აშშ დოლარის ღირებულება 2020 წლის 19 თებერვალს 2.8631ლარს შეადგენს, ამ კურსით 120,000 აშშ დოლარი = 343,572 ლარს) გადაუხდის.
თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში მოწყობილი ახალი გზა დაათვალიერა, რომელიც დავითაიას ქუჩას და მერვე ლეგიონის დასახლებასთან მდებარე მთისძირის ქუჩას აკავშირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.