შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 თებერვალი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0047 პუნქტით გამყარდა.
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესრულდება.
საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნდობა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გამოუცხადა. ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას მეორედ 6 წლით დაიკავებს.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელეს და 18-21 თებერვლის პლენარული სხდომებზე განსახილველი საკითხები განსაზღვრეს.
სამტრედიაში, სამოქალაქო რეესტრის შენობაში, მამაკაცმა ცოლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლი რეესტრში განქორწინების მიზნით იყო მისული, რა დროსაც ქმარმა მას დანით ყელი გამოჭრა.
დედაქალაქში, კერძოდ, ვარკეთილში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად ჩაუყარა საფუძველი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.