„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 32 პროცენტის აზრით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ყველაზე მეტ ხმას „ქართული ოცნება“ მიიღებდა.
თავდაცვის სამინისტროში თანამედროვე სტანდარტები მკვიდრდება. ევროპული სტანდარტები ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გავრცელდება. ახალი სტანდარტების დადგენის მიზნით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
საქართველოში გამოკითხულთა 30% საქართველოს მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 64% უარყოფითად. აღნიშნულის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში წერია.
საქართველოში, ჩვენი საზოგადოებისთვის ძალადობის, მუქარისა და იძულების დრო არ არის, ყველამ უნდა აგოს პასუხი საკუთარი ქმედებისთვის, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბაკურიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მინისტრთა კაბინეტის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0014 პუნქტით გამყარდა.
კიოლნის უნივერისტეტში ქართული კულტურის კვირეული გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა ,,Georgian Stories“ , რომელზეც ამავე სახელწოდების ფოტოკონკურსის გამარჯვებულების ნამუშევრები გამოიფინა.
დედაქალაქის მერიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომანქანა გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.