დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 245 მილიონი ლარია, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით, რომელიც 270 მილიონ ლარს აღწევს, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ჯამში დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის 2020 წლის პირველ სხდომაზე ისაუბრა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის ბაღებში ყველა ბავშვი შემოწმდება და გრიპის პირველივე სიმპტომის შემთხვევაში საჯარო ბაღებში არ დაიშვებიან. გვანცელაძე განახლებულ სააღმზრდელო პროცესს სამგორის რაიონში, N160 ბაგა-ბაღში გაეცნო.
საჯარო სკოლებში სწავლა დღეს განახლდა. განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე, გრიპის ვირუსის მიზეზით, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის მერიის მიერ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიების გამო 15 იანვარს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გავლით. გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით მოძრაობა შეიზღუდება.
დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებთან ერთად ისადილა. ირაკლი ღარიბაშვილი მოადგილესთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ნინო ზამბახიძესთან ერთად პირადად გაეცნო ჯარისკაცების კვების ახალ რაციონს და ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომზადებული კერძი დააგემოვნა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0104 პუნქტით გამყარდა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში მდებარე N19 ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი დაიწყო. ავარიული ბაღის ნაცვლად ამ უბანს 2021 წლისათვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება.
„ლეიბორისტები“ ოკუპირებულ ახალგორში არსებული ჰუმანიტარული პრობელემების გასაპროტესტებლად სოფელ ოძისთან ჩავიდნენ. პარტიის ლიდერმა,შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირს მოუწოდა, სასწრაფოდ გამოყონ კომისია და შეისწავლონ არსებული ჰუმანიტარული ვითარება, ხოლო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას _ აკრაძალონ საერთაშორის ფრენები ოკუპირებული ტერიტორიის საჰაერი სივრცეში, ახალგორის გზის გახსნამდე.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე გურიიდან მიულოცა. ქართული დროშის აღმართვის ცერემონია ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.