საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0037 პუნქტით გამყარდა.
„ეს არის ახალი ტექნოლოგიით შექმნილი თბოსადგური, რომელიც თითქმის ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ძველი, ე.წ. „ღია ციკლის“ თბოსადგურები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, ეკოლოგიურად მეგობრული ტექნოლოგიებით შესრულებული თბოსადგური, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს მომხმარებლების, მოსახლეობის, ბიზნესის უსაფრთხო, უწყვეტ ენერგომომარაგებას“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე.
ჩვენ მხარს დავუჭერთ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და კიდევ ერთხელ დავანახებთ საზოგადოებას, პარლამენტში ვის შემოყვანას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის კენჭისყრის საკითხთან დაკავშირებით.
უკრაინის პრემიერ მინისტრი, ოლექსი გონჩარუკი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნული განცხადება მან საკუთარ Facebook-ზე გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას შეკითხვით უპასუხა.
არ გამოვრიცხავ, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, ვინც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად და ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2" გახსნა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.
ოკუპირებულ აფხაზეთში საინტერესო პოლიტიკური ძვრები დაიწყო. აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადააყენეს და თანამდებობისთვის კენჭისყრას ის აღარ აპირებს. საყურადღებოა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერ მინისტრი, ე.წ. პარლამენტის გავლენიანი წევრი სერგეი შამბა თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ორ ქვეყნას შორის კონფრონტაცია უნდა დასრულდეს და საქართველოსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი დიალოგი უნდა შედეგეს.
საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.
განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.