აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამიზნე 52 ირანული ობიექტი იქნება და "ძალზე სწრაფად და ძალზე მძლავრად განახორციელებს დარტყმებს", თუკი თეირანი თავს დაესხმება ამერიკელებს ან აშშ-ის ობიექტებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა საჰაერო თავდასხმა, რომელსაც ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა, არა ომის დასაწყებად, არამედ მის დასასრულებლად განახორციელა.
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის შტატ გოიასის დედაქალაქ გოიანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ საზეიმო ვითარებაში გახსნა საქართველოს საპატიო საკონსულოს ოფისი, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს საპატიო კონსული მარსელო ლელის სერტაო.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წნორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1 პირი - 1993 წელს დაბადებული ი.გ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0011 პუნქტით გაუფასურდა.
სესხის გამცემი სუბიექტებისთვის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება.
თბილისის მერია ყოველწლიურად, წინასაახალწლოდ განსაზღვრავს იმ ადგილებს, სადაც დროებით, ახალი წლის პერიოდში დაშვებულია გარევაჭრობა. წელსაც, გარევაჭრობისთვის გამოიყო რამდენიმე ადგილი, რომელთაგან ორზე - პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გარევაჭრობა ნებადართული იყო მხოლოდ იმ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც წინასწარ გაიარეს მერიის მიერ გამოცხადებული რეგისტრაცია. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.