ისტორიული ჟამის წინაშე ვიმყოფებით. 2020-ში უნდა შევცალოთ რეჟიმი, რომელიც ხალხის ჩაგვრის და ქვეყნის ძარცვის ხარჯზე, საკუთარი ბედნიერების მოწყობითაა დაკავებული, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

სრულად...

ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N7-ში, 500 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორი დამონტაჟდა.

სრულად...

2020 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი, დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.

სრულად...

უსაფრთხო დოკუმენტების გაცემის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და, ამავე დროს, საკონსტუტიციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ. ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც  რწმენის გამო უარს აცხადებენ  პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე. ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 31 დეკემბრის 23:00-დან 1 იანვრის 04:00 საათამდე, 76 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი, საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.

 

 

სრულად...

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა დღეიდან დაიწყება. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დეკემბრის თვეში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

ოკუპირებული ცხინვალი 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე დეფაქტო საზღვარს კეტავს. „ქარძმანის“ მონაკვეთზე გადაადგილება 30 დეკემბრის 20:00 საათიდან 3 იანვრის 06:00 საათამდე შეზღუდული იქნება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სადაც 2019 წელი შეაჯამა, განაცხადა, რომ დღემდე საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპაცია რჩება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი