საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან კავშირზეა საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ტრამპის განცხადება სტრატეგიულად სწორი გზაა.
ვიდრე პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
რუსეთის, თურქეთის, სერბეთის პრეზიდენტებმა და ბულგარეთის პრემიერ მინისტრმა გაზსადენი „თურქული ნაკადი“ გახსნეს. გახსნის ცერემონია სტამბოლში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდს შეხვდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გაუფასურდა.
ბოკერიამ და სააკაშვილმა თავის დროზე შექმნეს სია, რომელშიც საზოგადოების დიდი ნაწილი იყო შესული, – განაცხადა რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას შეერთებული შტატებისთვის „სილის გაწნა“ უწოდა. მისი თქმით, ვაშინგტონის ჯარებმა რეგიონი უნდა დატოვონ.
ჭავჭავაძის გამზირზე, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე, დღეიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი დაიწყო. ამჟამად სპეციალური ტექნიკა ასფალტის საფარის იღებს. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.