საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 26.6 მლრდ აშშ დოლარი (-75.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -116.2 პროცენტია (30 ივნისის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -126.2 პროცენტი იყო). ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო ბაზებზე 2022 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზები მოინახულა და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.
ახალი წლისა და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მატება გრძელდება, რისთვისაც მუნიციპალიტეტიდამატებით თანხებს გამოყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კაცი, რომელიც ჩარლი ჩაპლინთან და მაჰათმა განდისთან ერთად მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება იყო და მიუხედავად ამისა, არ დახარბებულა არანაირ ძალაუფლებაზე - მშვიდობიანად წავიდა საუკუნო საუფლოში, - ასე ეხმაურება მწერალი ირაკლი კაკაბაძე ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდის, პელეს გარდაცვალებას.
ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფეხბურთელად მიჩნეული პელე, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მსოფლიო რეკორდი მოხსნა 1281 გოლით 1363 მატჩში თავისი 21 წლის კარიერის განმავლობაში, მათ შორის ბრაზილიისთვის 77 გოლი მოიტანა 92 მატჩში.
ბატონი მარგველაშვილის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებში ისმის, რომ საქართველოში მსჯავრდებულს წამებით კლავენ. ეს „მოსაზრება“ არის სიცრუე და უსაფუძვლო მანიპულაციური ბრალდება, - აღნიშნულ განცხადებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ფეისბუქში“ ავრცელებს.
GUARDIAN.GE - უკრაინაში ბრძოლები ამჟამად ჩიხშია შესული, რადგან არც უკრაინას და არც რუსეთს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა, განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. „სიტუაცია უბრალოდ ჩაკეტილია“, - განაცხადა კირილო ბუდანოვმა BBC-ისთან ინტერვიუში. - „მდგომარეობა უძრავია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.