GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია საიდუმლო დოკუმენტების პოვნით ანალიტიკური ცენტრის ოფისში, რომელსაც იგი პრეზიდენტად არჩევამდე იყენებდა და აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი სრულად თანამშრომლობენ მომხდარის განხილვაში. მან ჟურნალისტებს მექსიკისა და კანადის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განუცხადა, რომ საიდუმლო დოკუმენტებს სერიოზულად ეკიდება. მისი თქმით, არ იცის, რა იყო დოკუმენტებში. „ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ განხილვაში, რომელიც ვიმედოვნებ, რომ მალე დასრულდება”, - თქვა ბაიდენმა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, განცხადებები/თანდართული დოკუმენტები 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით მიიღება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

სრულად...

როგორც გახსოვთ 2020 წლის 17--18 ნოემბერს თბილისს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ტრამპის მთავრობაში მაიკ პომპეო. როგორც გამოცხადდა, იგი შეხვდა პრემიერ გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, კათოლიკოს-პატრიარქს და ისე გაემგზავრა თბილისიდან, რომ პატარა საჯარო განცხადებაც კი არ გაუკეთებია, რაც ამერიკული დიპლომატიის ისტორიაში სახელმწიფო მდივნების ვიზიტებისას უპრეცენდენტო შემთხვევაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.

სრულად...

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი ხვალ გამოცხადდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რევაზ ჯაველიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას“ ეხმაურება იმის შესახებ, რომ „თითქოს უკრაინამ „ბუკ“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს“.

სრულად...

GUARDIAN.GE - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი განიხილავს პოტენციურად გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს, რომლებიც პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ყოფილ ოფისში, ანალიტიკურ ცენტრშია აღმოჩენილი. განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენის ადვოკატის თქმით, ბაიდენის იურიდიულმა გუნდმა ნოემბერში, ვაშინგტონის „პენ ბაიდენის ცენტრში“, დახურულ კარადში, დაახლოებით 10 ფაილი აღმოაჩინა. დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადაეცა.

სრულად...

„2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის, როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ბრაზილიაში უსაფრთხოების ძალებმა კონგრესზე კონტროლი დაიბრუნეს მას შემდეგ, რაც იქ ულტრამემარჯვენე დემონსტრანტები შეიჭრნენ. ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები დედაქალაქ ბრაზილიაში ასევე უზენაესი სასამართლოს შენობაშიც შეიჭრნენ.

სრულად...

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეც-ტექნიკა, უამინდობისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, აქტიურად ახორციელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს. ამ ეტაპზე იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. ასევე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს კურორტ „გოდერძის“ მიმართულებით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი