საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სომხეთის რესპუბლიკაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.
პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს.
დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მესამე დღეა ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა ვანის მუნიციპალიტეტში - წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროენერგიის და ინტერნეტის გადამცემი ბოძები, საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები, ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა ვანის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის ადმინისტრაციის შენობის სახურავიც.
ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
GUARDIAN.GE - აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო სამთავრობო ჩანაწერების მორიგი ნაკრები იპოვეს, რაც თეთრი სახლისთვის მზარდ პოლიტიკური უხერხულობას წარმოშობს. ახლად აღმოჩენილ დოკუმენტებზე თეთრ სახლს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, აღმოჩენა დაადასტურა BBC-ის ამერიკულმა პარტნიორმა CBS-მა და სხვა ამერიკულმა მედიამ. ოთხშაბათს ჯერ არ იყო ნათელი, როდის ან სად იპოვეს ფაილების დამატებითი პარტია ბაიდენის თანაშემწეებმა.
ჩანაწერი არ მომისმენია, არც მინდა, მოვისმინო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“ განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.