მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.
პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
„მე მჯერა, რომ საქართველო გაიღვიძებს და ძალიან ბევრი, 100-ჯერ მეტი შეიძლება გამოვიდეს რუსთაველზე. არა უბრალოდ გადაიკეტოს რუსთაველი, არამედ არ მომერიდება მე ამ სიტყვის, პარალიზებული უნდა იყოს დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი“, განაცხადა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „რუთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირიდან ჩართვისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია, პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებლად შეუძლია განაგრძოს საქმიანობა.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ როდესაც ნახა, რომ ხალხის მხარდაჭერა არ ჰქონდა, სიტუაციის დესტრუქციულ ქმედებებში გადაზრდა სცადა.
ძალიან სამწუხარო და მძიმე ამბავია, რომ პოლიციამ მიიღო ბრძანება პოლიტიკური ბრძანების შესრულების, რომ კომფორტი შუქმნან ამ სამარცხვინო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სამარცხვინო გუნდს, რომ გაიმარჯვონ ბიუროზე შესასვლელად და ამისთვის მოხდა ამხელა მობილიზება და ძალის გამოყენება, - განაცხადა გიგა ბოკერიამ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში საუბრისას.
სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი გაათავისუფლა. ახლა შესასვლელებთან სპეცრაზმი დგას და ტერიტორიას აკონტროლებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გაუფასურდა.
პარლამენტთან პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე პირი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა და პარლამენტის ბლოკირებული შესასვლელების გახსნა დაიწყო. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.