დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 21:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი და ბიზნეს ასოციაციის წევრები ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენთან, მიხეილ დაუშვილთან პირველი შეხვედრას მართავენ.
ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ერიკ დანიელ ბუნსკოგთან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის სამანევრო დახელოვნების ცენტრი დაათვალიერა, რის შემდეგაც ცენტრის მეთაურთან, გენერალ-მაიორ გარი მ. ბრიტოსთან და უსაფრთხოების ძალების I მხარდამჭერი ბრიგადის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ სკოტ ა. ჯექსონთან შეხვედრები გამართა და ოფიცრებისა და სერჟანტების წვრთნებისა და ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ პრეზენტაციები მოისმინა.
მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, – აღნნიშნულის შესახებ განცხადებას მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ტყის ხანძრის ქრობაში რუსეთის საგანაგებო სიტუაციების სამსახურია ჩართული.
მე ვარ ადამიანი, რომელსაც სახელმწიფომ გადაუარა, მაგრამ დღევანდელ დღეზე უფრო მეტად შეურაცხყოფილი ვიყავი ორი დღის წინ, როდესაც პროპორციული არჩევნები წავგვართვა უმრავლესობამ და ახლა უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია მოხდა ღიად, თორემ ჩვენ გადაგვიარა ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ, - განაცხადა მწერალმა და სამოქალაქო მოძრაობის წევრმა, გენრი დოლიძემ, რომელიც გუშინ აქციის დაშლის დროს სპეცრაზმის წინ დაწვა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57 პროცენტის კეთილგანწყობით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე – 49 პროცენტით, მესამეზე კი „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი – 47 პროცენტი.
მიმდინარე კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23% ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15%, „ევროპულ საქართველოს“ 5%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.