საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ორივე მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, საქართველოსა და თურქეთს შორის საბაჟო პროცედურებს შეეხებოდა.

სრულად...

„სააკაშვილის მიერ არაერთგზის დაანონსებული რევოლუციური გზა მათთვის ერთადერთია წარმატების მისაღწევად. ეს ეჭვები ე.წ. „გერმანული მოდელის“ შემოთავაზებამ გამიმყარა, როცა ზუსტად იციან, რომ იგი კონსტიტუციას არ შეესაბამება და საზოგადოებას კვლავ ატყუებენ და ბარიკადებისაკენ მოუწოდებენ“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს „ფეისბუქზე“.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 19 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. აღნიშნული ვიზიტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოფიციალური ვიზიტის შედეგი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და რომლის დროსაც გადაწყდა შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვა 14 წლიანი პაუზის შემდეგ.

სრულად...

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი სიცრუეს უწოდებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი. ირინა გაფრინდაშვილის თქმით, მამამისი აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის საავადმყოფოში მუშაობდა და მკურნალობდა როგორც ქართველებს, ასევე ოსებს და რუსებს.

სრულად...

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარედგინათ.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახაბერ ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის 99% საარჩევნო სისტემებში ვერ ერკვევა და არ იცის ერთმანეთისგან რით განსხვავდება მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა. 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში  0.0001 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი ბიზნესი მნიშვნელოვანია, როგორც ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილების შემქმნელი, ასევე, როგორც  ქვეყნის განვითარების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას.

სრულად...

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოიცა.

სრულად...

შეკითხვა „ვინ გასცა ბრძანება"  მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა იყო პასუხისმგებლობა ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი