ახალგორის დეფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვის თაობაზე პარლამენტში 14 ნოემბერს ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ქუჩაში გამოსულმა ოპოზიციამ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა და ასეთ პირობებში, სადაც „გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ირმა ინაშვილი და ნინო ბურჯანაძე ერთ ხაზში ხელიხელჩაჭიდებული დგანან“, „ოცნებამ“ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებზე არა 60, არამედ 90 პროცენტიც კი მიიღოს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0115 პუნქტით გაუფასურდა.
ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. მან აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება.
გამიჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის ახსნა, რატომ ვერ შევასრულეთ დაპირება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ყოფილმა ვიცესპიკერმა და უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა მედიასთან საუბრისას. მანვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე განცხადებები არ უკვირს და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შედეგად იმედგაცრუებულია.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი გერმანული საარჩევნო სისტემაა. მისივე თქმით, აღნიშნული სისტემა საკანონმდებლო ორგანოში 2016 წელს იყო ინიცირებული.
ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს ფილმისთვის „შინდისი“.
ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება პოლიტიკოსებმა პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ოთხი პირია დაკავებული, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.