საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებია.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად გრძელდება რუსეთის ფილმსაცავ “გოსფილმოფონდიდან” ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი. 

სრულად...

იუსტიციის სამინისტროს ეცნობა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურგის სასამართლოს პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების იმავე სასამართლოს დიდი პალატის მიერ გადასინჯვა ითხოვეს, - ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

ხშირად საუბრობენ, ჯერ ერთი რამ გაგეკეთებინათ და შემდეგ მეორეო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, წლების განმავლობაში არა მხოლოდ მეტროსთვის, არამედ ბევრი რამისთვის არავის მიუხედავს და შედეგად უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

სრულად...

24-25 ოქტომბერს ბრიუსელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. ალიანსის შტაბბინაში დაგეგმილ შეხვედრებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა, სადაც მან ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს სწრაფვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოსთან ერთად დასახულ ყველა გეგმას და რეფორმას პირნათლად ასრულებს. 

 

სრულად...

„ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება“ - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი 25 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ეწევა. 

 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0146 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

საქართველო არის სასინჯი ქვა. საქართველოს მერე იქნება სხვა და ეს "სხვები" უკვე დაწყებულია. ვისაც არ გჯერათ, გაიხედეთ უკრაინაში, სირიაში და სხვაგან, - განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.

 

სრულად...

საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

სრულად...

„აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც თბილისში მესამედ ჩატარდა, იყო ძალზედ წარმატებული, რაც დასტურდება პირველ რიგში მონაწილეთა რაოდენობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" შეფასებისას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი