"ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია - მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება", განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როდესაც მეუფე იაკობის გამოსვლა ვიხილე, გაოცებული დავრჩი და მთავარი, რამაც დამაინტერესა, იყო ის, თუ რატომ გაკეთდა განცხადება, ანუ რა იყო მიზეზი, იმიტომ, რომ აქ საუბარი იყო პრემიერ კვირიკაშვილის დროს მომხდარ ფაქტზე და როგორც მინიმუმ, წელიწადნახევარია გასული, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას საზოგადოებრივიორგანიზაცია„ერიდასახელმწიფოს“დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ.
თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ბუბა ლომუაშვილი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებსა და დეპარტამენტის თანამშრომლებს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გააცნო. ახალი ხელმძღვანელისთვის, რომელმაც ბავშვობაში მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად ზედა კიდურები დაკარგა, მძიმედ დაჭრილი სამხედროების მდგომარეობა და პრობლემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საგულისხმოა.
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მეუფე იაკობის „ფერისცვალება“ მისი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ გახდა აშკარა და იგი მეუფე შიოს პატრიარქის თანამოსაყდრედ დადგენამ „გაანაწყენა სასტიკად“.
პარიზში, კულტურული მემკვიდროების სამიტის პროგრამის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, სამიტის მონაწილეთა წინაშე, საკონკურსო ნომინანტად წარდგენილი პროექტის - მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, EURO 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები №108 მარშრუტზე გავიდა და მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანის მარშრუტზე მოძრავი 4 ძველი „ბოგდანი“ ამავე რაოდენობის ავტობუსით ჩაანაცვლა.
პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს ხელშეუხებლობის სანაცვლოდ 15 მლნ დოლარს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი, უჩა მამაცაშვილი სთხოვდნენ. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამართა. შეხვედრას თბილისის მერთან ერთად მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდა.
ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკისა და სამშვიდობო საკითხებში, როზმარი დიკარლოს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.