თბილისის მერი კახა კალაძე სოფელ ოქროყანაში იმყოფებოდა, სადაც 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტი გადასცა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გაუფასურდა.
გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ქვეყნის ერთგულებისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
ჰაკერს კარგი იუმორი ჰქონია, ვინაიდან, მიშას დაბრუნების შიში ისედაც არსებობს და ახლა მაღალჩინოსნებს კომპიუტერებში მიუვიდათ, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დღეს განხორციელებულ კიბერშეტევაზე საუბრისას.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ტელეკომპანია „იმედზე“, „საზოაგდოებრივ მაუწყებელზე", „მაესტროსა“ და GDS-ზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. გათიშულია რამდენიმე ვებ-გვერდიც.
ევროკავშირის ქვეყნები Brexit-ის 2020 წლის 31 იანვრამდე გადავადებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას BBC ევვროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია და არსებულს ვითარებას გაეცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოვალეობიდან გათავისუფლდა.
გემიდან პირველი გარბიან ვირთხები, ბოლომდე კი რჩება კაპიტანი, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.