წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი აცხადებს, რომ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებასა და სამოქალაქო ინტეგრაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის, ე.წ. „კუკუშკას” მოძრაობა შეიზღუდება. განცხადებას „საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისან-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული გ.ნ. თბილისში დააკავეს.
27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ყველა პროცედურა დასრულებულია. არჩევნები შვიდივე საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში და კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მეუფე იაკობის ინტერვიუზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა არ გამართულა. პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ მას პატრიარქის წინააღმდეგ ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს.
გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო, - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მოგვეთხოვება მაღალი ხარისხის სერიოზულობა, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია პასუხისმგებლობა, რომ ვებრძოლოთ ოკუპაციას და ეს გავაკეთოთ ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის რისკის ქვეშ, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეიდან სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. ახალი შენობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.