დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად გაიხსნა.
ისრაელში სექტემბერში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ხელისუფლების სათავეში ათეული წლის განმავლობაში მყოფმა პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა პარტიამ ქვეყნის 120-კაციან პარლამენტში (ქნესეთში) უმრავლესობა ვერ მოიპოვა და შესაბამისად, მკაფიო გამარჯვებულიც ვერ გამოვლინდა, პრემიერმა განაცხადა, რომ არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მას არ შეუძლია მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო 61 კანონმდებლის მხარდაჭერის მოპოვება, რითაც გზა მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, ბენი განცს გაეხსნა და ახლა მისი „ცისფერი და თეთრი პარტია“ შეეცდება მთავრობის ფორმირებას.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ტოკიოში სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას შეხვედრა გამართა ტოკიოს მერთან, რომელთანაც ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყველა ის ლოკაცია დაათვალიერა, სადაც 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება, რომლის მუშაობაშიც 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
ექიმის ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც დღეს გოცირიძის სადგურზე მატარებელი დაეჯახა, მძიმეა. დაშავებული ღრმა კომაშია და ის აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება.
მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მოზარდს მატარებელი დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების ისტორიაში“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ხელი დღეს, ქ. ლონდონში მოეწერა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0017 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დომინიკ რააბმა 2019 წლის 21 ოქტომბერს ქ. ლონდონში ხელი მოაწერეს „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.