როგორც დავპირდი საზოგადოებას, კანონის წინაშე შევასრულე ყველა ვალდებულება და წერილი ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის, რა თქმა უნდა, დიდი იმედი არ მაქვს, – განუცხადა ჟურნალისტებს მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ ე.წ. მუქარის წერილის დედანის და ექსპერტიზის პასუხების ჩაბარების შემდეგ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკის) თავმჯდომარედ დავით ნარმანია დაინიშნა.
თბილისში, 21-23 ოქტომბერს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ბიზნეს-ფორუმთან“ დაკავშირებით, სატრანსპორტო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.
ჩვენი ისტორიული მტრები - რუსეთი, თურქეთი, ირანი, მოკავშირეები ხდებიან, რომელთათვის მიუღებელია დასავლეთის აქ შემოსვლა, მათ შორის შავი ზღვის აკვატორიაში და მათთვის არის მიუღებელი სწორედ ანაკლიის აშენება, მათთვის არის მიუღებელი, რომ შემოვიდეს ანაკლიაში ამერიკული წყალქვეშა ნავი და დადგეს 200 კილომეტრში სოჭიდან, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ისვენებს, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.
სამშენებლო კომპანია „არქიმ“ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, მრავალსართულიანი კორპუსების კომპლექსის მშენებლობის გამო, ტროტუარი მთლიანად შეღობა და მოქალაქეებს ფეხით გადაადგილება სრულად შეუზღუდა.
გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის 60 %-ს ყადაღა დაადო. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ აქიმიძისა და დვალის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განუცხადა.
ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოშ ტანსაცმლის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის პლაჟის მიმდებარე კაფედან „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოში ისევ დაბრუნდა კორუფცია. მისი თქმით, თბილისის მერი კახა კალაძე „ფულს იღებს ყველა კორპუსიდან, ყველა სამშენებლო ნებართვიდან“, ხოლო ბიზნესმენები საქართველოს საბაჟოს გავლით ტვირთების შეტანაში ასევე ფულს იხდიან ქრთამის სახით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.