შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხაშურში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ცხელ კვალზე დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

„კელიებში მაინც არც სასულიერო პირებს უშვებენ და არც მომლოცველებს“, - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" დავით გარეჯის კომპლექსის გიდმა ზვიად ანანიაშვილმა.

 

სრულად...

ხაშურის საავადმყოფოში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი 32 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გამყარდა.

 

სრულად...

მშენებლობა არის ის დარგი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის იყო ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი, იყო და არის დარგი, რომელიც ყველაზე მეტ ხალხს ასაქმებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ  სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

 

სრულად...

30 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

სრულად...

ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, რომ იმ საქმეშიც კი, სადაც ძალიან მყარი მტკიცებულებებია, არ უნდა მოიქცე ასე მიკერძოებულად, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

 

სრულად...

2019 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ეთიოპიის პრემიერ მინისტრმა აბი აჰმედმა მოიპოვა. მას მსოფლიოს ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟლი ჯილდო "მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევისთვის" გადაეცა. 

სრულად...

2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი