პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს. გოცირიძემ 1tv.ge-ს განუცხადა, რომ ის დეპუტატობას გეგმავს, რადგან საარჩევნო სიაშია.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - მას შემდეგ, რაც მან გასული წლის დეკემბერში მოულოდნელი და გასაკვირი გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის ჯარების ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან გაყვანის თაობაზე, რამაც მაშინდელი თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მატისის გაბრაზება და თანამდებობიდან წასვლა გამოიწვია - თურქეთს ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა, თუკი ანკარა „ზღვარს გადავა“ და სირიაში სამხედრო ოპერაციას წამოიწყებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.
ცხინვალში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას პუტინის სახელი უწოდეს. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ.
გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 23:00 საათიდან 9 ოქტომბრის 23:00 საათამდე, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე (ლესელიძის ქუჩიდან პოლიციის შენობამდე) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო, ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებული იქნება ცალმხრივად, მაისურაძის ქუჩიდან პოლიციის შენობის მიმართულებით, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, უკან წაიღოს ე.წ. სატაქსო რეფორმა, რამაც ასეულ ათასობისთ ადამიანი დააზარალა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.002 პუნქტით გაუფასურდა.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.
უკანასკნელი სამი საათის განმავლობაში A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა 300 ერთეულით გაიზარდა. ამის შესახებ მედიას ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.
პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში ვანო ზარდიაშვილს ირაკლი ზარქუა შეცვლის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.