ჩვენთან არა მარტო სახელმწიფო ჩამოიშალა არამედ ყველაზე უზნეო, აგენტის ინსიტუტიც კი მთლიანად გაბანძდა, - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი შალვა თადუმაძის დიპლომში არსებულ შეუსაბამობებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გაავრცელა.
ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ეკონომიკის სწრაფი და რაც მთავარია მდგრადი განვითარება დამოკიდებულია პირველ რიგში ბიზნეს გარემოზე, მის განვითარებაზე და შესაბამისად იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებს ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„UNESCO-ს გადაწყვეტილება ქ. თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელების თაობაზე, თბილისის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული ცენტრის კიდევ ერთი აღიარებაა და ამ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული.“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მედიათეკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში, ისა ალბაშა ალნოაიმს უმასპინძლა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა და მის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი შეუსაბამობა გამოავლინა. ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს წევრის, დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მხრიდან მის თანაშემწეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის შესახებ მისი გამონათქვამები უნდა უარყოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.