„თბილისობის“ მეორე დღეს დედაქალაქის მერმა ლეღვთახევში, ღია ცის ქვეშ მოწყობილი მუზეუმი დაათვალიერა. მუზეუმში წარმოდგენილი იყო პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ასევე, სცენები ძველი თბილისის ცხოვრებიდან ახალგაზრდა მსახიობების მონაწილეობით.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან პირისპირ შეხვედრას მართავს.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობასთან“ დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და თბილისში სტუმრად მყოფი დელეგაციებისთვის საზეიმო მიღება გამართა, რომელსაც ასევე, საპატიო თბილისელები ესწრებოდნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა, რომ ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები იკლავენ თავს, რაც ბოროტი სულის გავლენაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული გ.შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
ოთხი უსახლკარო ადამიანი სიკვდილის პირამდე ნაცემი იპოვეს მანჰეტენზე შაბათს დილით, მეხუთე კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, იტყობინება აშშ-ის მედია. პოლიციამ ინციდენტს შემთხვევითი თავდასხმა უწოდა.
„თბილისობის“ გალაკონცერტზე 2019 წლის საპატიო თბილისელები დასახელდნენ. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.
სასიამოვნოა, როდესაც ამ უბნებში დადიხარ და ხედავ თბილისს, უაღრესად ტრადიციულ ქალაქს, თუ როგორ სწრაფად ემსგავსება ევროპას, როგორ ინახავს თავის ტრადიციებს, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მიდის ევროპისკენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს. გახარიას თქმით, მისთვის, როგორც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ასევე, ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება მიუღებელია.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისობის“ ღონისძიებებს ახლადრეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ. თბილისის მერმა ორბელიანის მოედანზე განთავსებული პავილიონები მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.