ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ღია და ყველაფერს გავაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ძლიერი, რამეთუ მან შეძლოს მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს პირველი ოქტომბრის გამარჯვების ფასი, – პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პუგლისს უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები, მიმდინარე წლის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0017 პუნქტით გამყარდა.
ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძირითადი გამოწვევაა სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში, საშუალო კლასის სისუსტე ან გარკვეულწილად არ არსებობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრისას.
"გამარჯვებული საქართველოს" წევრის გურამ ჩალაგაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ.
ტყიბულში ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და პირველი დაპირებაც შეასრულა – მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება სრულად იქნა გასტუმრებული და პირველი ცხელი პრობლემა მოიხსნა, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
დღეიდან მიმოქცევაში განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოვა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უკვე გამოსცა დადგენილება, რომელიც ახალ ბანკნოტებს გადახდის კანონიერ საშუალებად აქცევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.