ერთობლივი მუშაობის შედეგად ბიუჯეტი გამოვიდა საკმაოდ დაბალანსებული, მასში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ახალი ბალისტიკური რაკეტის ტესტირება დაადასტურა და განაცხადა, რომ გამოცდა წარმატებით ჩატარდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილმა კახა კახიშვილი ჩაანაცვლა. კახიშვილი კი პრემიერ მინისტრის მრჩეველი გახდა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქით“ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ უკრაინაში მოკლული შოთა ჭიჭიაშვილი - „ძალიან ცნობილი და საშიში ქართველი კრიმინალი, თამაზაშვილის აგენტი იყო“, რომელიც „ივანიშვილის ბრძანებით, ჩასვეს შეწყალებულთა სიაში“, შემდეგ კი, „სხვადასხვა დროს ასრულებდა ღარიბაშვილის და თამაზაშვილის დავალებებს“.
ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატიული პარტიის“ წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატი, ბერნი სანდერსი, რომელიც 78 წლისაა, მკერდის ტკივილის გამო საავადმყოფოში იქნა მოთავსებული და მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმებულია, იტყობინება აშშ-ის მედია.
ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 3 ოქტომბრის 20:00 საათიდან 5 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის, არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების გადამკვეთ გზაჯვარედინზე, - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული საქართველოს მოქალაქე ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილი აღმოჩნდა.
„თერგის“ ბაზრობაზე ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია. დამწვარია 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი, სადაც საწყობი იყო განთავსებული, საწყობში სათამაშოები და პიროტექნიკაც იყო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.