გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარსებას მოითხოვს.
ბრაზილიის მთავრობამ „დიდი შვიდეულის“ სამიტის წევრი ქვეყნების მიერ ამაზონის ტყეების ხანძრის ჩასაქრობად შეთავაზებულ 22 მილიონ დოლარზე უარი განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ “მედიაცენტრ მთავარში“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სრულიად უკანონო და არალეგიტიმურია.
დღეს, როდესაც „რუსთავი 2“-ში შემოვედით, თითქმის 800-მდე ადამიანი დაგვხვდა და როგორც აქ მოვისმინე, ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, „რუსთავი 2“-ში დაბრუნება სურთ, - განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინა.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
imedinews-ის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ის თანამშრომლებს უკვე წარუდგინეს. ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია ბრიფინგს გამართავს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილი აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოში დაბრუნების თაობაზე განაცხადა.
"მოსახლეობის ინტერნეტ-თაღლითებისგან თავდაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას. ამჯერად, ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციის ჩართულობით, მომხმარებელს ინტერნეტ-თაღლითობის (ფიშინგის) თემაზე საგანმანათლებლო ვიდეორგოლს სთავაზობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 აგვისტო, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.012 პუნქტით გაუფასურდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფ მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე კომენტარს აკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.