საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეეხო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა მეგობართა ჯგუფის ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.
უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას და სასკოლო გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობას. პროგრამა ხორციელდება დისტანციურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პარალელურად, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ დვორნიკი დახვდა. პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მამუკა ბახტაძემ მინსკში, 1941-1945 წლებში, ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა რომ ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძარი „საერთაშორისო კრიზისია“ და ამ საკითხს დიდი შვიდეულის სამიტზე დღის წესრიგში დააყენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დააკავეს.
პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს და ურჩევს „ყველაზე სწორ და მართალ გზაზე - ანუ წასვლაზე“ იფიქროს, სხვა შემთხვევაში კი, როგორც ჩარკვიანი აცხადებს, „დიდი და ცუდი ამბავი დატრიალდება ჩვენს სამშობლოში... რადგან ქვეყანას არ დავთმობთ“.
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარსა და ეკალ-ბარდზეა გავრცელებული
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.